ლუბრიკანტის შეცვლა

შ.პ.ს  “ვისოლ ავტო ექსპრესი“ გთავაზობთ შემდეგი ტიპის ლუბრიკანტების შეცვლის მომსახურებას:

  • ძრავის ზეთის შეცვლა;
  • ავტომატური და მექანიკურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
  • ხიდებში ზეთის შეცვლა;
  • ანტიფრიზის შეცვლა;
  • ჰიდრავლიკის ზეთის შეცვლა.

გთხოვთ იხილოთ ძრავის ზეთის შეცვლის დეტალური ინსტრუქცია ქვემოთ: 

საკუთარ მანქანაზე ზრუნვის დროს  ერთ-ერთი ფაქტორია სახლის პირობებში ზეთის შეცვლა.   ეს მარტივი პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ხელსაწყოს და დროს.

მანქანისთვის ზეთის შეცვლა  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, ეს საშუალებას გაძლევთ გქონდეთ კონტაქტი მანქანასთან და ასევე აკონტროლოთ მისი საჭიროებანი.

დროს, რომელსაც თქევნ  ხარჯავთ  ასეთი ტიპის საქმიანობაში, შიეძლება უფრო  სარგებლიანად გამოიყენოთ. ამ საქმის გაკეთებაში კი დაგეხმარებათ   ვისოლ ავტო ექსპრესი.

საჭირო ხელსაწყოები:

  • ზეთის ფილტრის მოსახსნელი
  • ზეთის გადინების ჭურჭელი
  • ძაბრი
  • ლატექსის ხელთათმანები
  • სადგომები

მოთხოვნადი მასალები:

  • ზეთი
  • ზეთის ფილტრი
  • გადინების  მილის სარეცხი

სანამ შეიძენთ  ავტონაწილებს მაღაზიის კონსულტანტი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახეობის ზეთებს.  ზეთის შეძენისას აუცილებელია რომ დავრწმუნდეთ ზეთის სიბლანტე ემთხვევა თქვენს ძრავას. მაგალითად თუ თქვენ ავტომობილს ესჭიროება 5W-30 ზეთი და თქვენ შეცდომით ჩაასხით 5W-20 ზეთი, დიდ ზიანს მიაყენებთ ძრავს. ასევე აუცილებელია  ყურადღება მიაქციოთ ზეთებს არის თუ არა  დაშვებული  სტანდარტების საერთაშორისო კომიტეტის მიერ (ILSAC).


გარდა ამისა დაგვჭირდება ლუბრიკანტის ფილტრი , ფილტრის მოსახსნელი ქანჩი, ძაბრი , სანიაღვრე ჭურჭელი, ხელთათმანი. ასევე საჭიროა იზრუნოთ თქვენი უსაფრთხოების საშუალებებზე. ამ სახის საქმიანობისთვის არ უნდა გამოიყენოთ მანქანის ამწე რომელიც მოყვება ავტომობილს, უსაფრთხოების მიზნით შეიძინეთ მაღალი ხარისხის რკინის 2 სადგომი. თუ ასევე მოგინდებათ მისი შეძენა კარგად დააკვირდით, რადაგან ზოგიერთი ფილტრი თავად შეიცავს  ამ ფუნქციას.


ფილტს რომელსაც აქვს ხერხისებრი ბოლო , მეტად ხელმისაწვდომია, ნებისმიერ ავტონაწილების მაღაზიაში. არსებობს სხვადასხვა ზომის ფილტრები, იმისთვის რომ   შეიძინო შენთვის სასურველი ფილტრის შერჩევა კარგი იქნება თუ შეადარებთ, ფილტრის მწარმოებლის დასახელებას და სერიულ ნომერს.მოხრილი ფილტრის მოსახსნელი ქანჩი არის უფრო ხშირი, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს გამოუყენებადი თუ არ გაქვს საკმარისი ადგილი. განსაკუთრებით მაშინ თუ ძველი ფილტრი არის ზედმეტად შემჭიდროებული (over-tightened).


ასევე აუცილებელია  ძრავა და ზეთი იყოს თბილი  სანამ დაიწყებთ ზეთის შეცვლას,  თუმცა არა ცხელი. რომ გაგიმარტივდეთ მუშაობა, დააყენეთ ავტომობილი სადგომზე, თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ საბურავების მოხსნაც მაგრამ  არ არის აუცილებელი.


კარტერის დამცავი ხელს უწყობს საწვავის ხარჯის შემცირებას, იცავს კარტერს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაგრამ სამწუხაროდ  დამცავი ფარავს ზეთის ფილტრს და ზეთის გამოსადენ არხს, ამიტომ მათი მთლიანად მოხსნაა საჭირო.





მოვიდა დრო რომ ვიპოვოთ ზეთის ფილტრი და გამშვები საცობი(კლაპანი). ძირითადად ავტომობილებს ფილტრის სამაგრი ქვემოდან აქვთ, პირველრიგში უნდა მოვხსნათ სარქველი, დავცალოთ ძრავი ზეთისგან და შემდგომ  მოვხსნათ  ფილტრი.




 

მოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად საჭიროა ძრავა დაცალო ზეთისგან, ამ დროს მიშვნელოვანია რომ ქვეშ დაუდოთ ჭურჭელი, რომელშიც ჩაისხმევა ზეთი.








როდესაც ძრავს მოვხსნით ზეთის ჩასასხმელ სახურავს, ზეთი უფრო მარტივად გამოიდევნება სადრენაჟო მილიდან.






 

სადრენაჟო მილის სამაგრი თითქმის ყოველთვის  ერთნაირი ზომისაა.  სავტომობილო ბაზარზე ზოგჯერ გვხვდება 14-17 მმ ზომის.









მას შემდეგ რაც გამოცვლით სამაგრის  სადრენაჟო მილს  ფრთხილად იყავით შემთხვევით არ დაღვაროთ ზეთი, რადგან თუ ზეთი იქნება ცხელი  შეიძლება დაგწვათ, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა შეცვალოთ ზეთი როდესაც ძრავა არის ცხელი. 



გავასუფთავოთ სადრენაჟო მილის სამაგრი სანამ ძრავი იცლება ზეთისგან, დავრწმუნდეთ რომ არა აქვს ხრახნის ან რაიმე სხვა დაზიანება. თუ სამაგრს დაზიანებულს დავაყენებთ, შესაძლებელია სამაგრი გაიჭედოს სადრენაჯო მილში და ვერ უზრუნველყოს მილის ჰერმეტულად დახურვა, რაც გამოიწვევს ზეთის გაჟონვას.



სადრენაჟო მილის სამაგრის მიმაგრება იქნება სწორი თუ თქვენ გამოიყენებთ  ქანჩ გასაღებს,    არ გამოიყენოთ  ჩაქუჩი თორემ ხრახნს დააზიანებთ.




მოხსენით ზეთის ფილტრი.  თუ  სწორად არის დაყენებული ფილტრი ტრიალისას ძნელად არ დაგემორჩეილება მაგრამ შეიძლება გაგიჭირდეს მოხსნა იმიტომ რომ ჩოგანი დროთა განმავლობაში  შეიძლება გამკვრივდეს და გაფართოვდეს ზომაში.უმჯობესია თუ  თქვენ არ გამოიყენებთ  დამატებით ინსტრუმენტს.  ხელით ფრთხილად უნდა მოუშვათ  და შემდეგ ხელით ფრთხილად  მოხსნათ ფილტრი, რადგან ერთიანად არ გადმოიღვაროს და არ დაგსვაროთ. სარქველის გამოცვლისგან განსხვავებით  აქ შეგექმნებათ დაბრკოლებები, ამიტომ სანამ მოხსნით  მოამზადეთ  სუფთა ნაჭერი გასაწმენდად და ავზი.



ფრთხილად დავცალოთ ფილტრი ზეთისგან.









რაც შეიძლება კარგად გავწმინდოთ ფილტრის სამაგრი ზეთისგან.









დავასხათ ცოტაოდენი ახალი ზეთი ახალ ფილტრს.









დავამონტაჟოთ ახალი ფილტრი. ფრთხილად მოუჭიროთ ხელით, სანამ ფილტრის ზედაპირი არ ჩაჯდება ბუდეში.








მოვნიშნოთ ფილტრი ფლომასტრით რადგან  მოსაჭერად ფილტრი უნდა დავატრიალოთ   ¾ ით იმის შემდეგ რაც შეეხება ბუდეს.








ფილტრის მოჭერა საკმარისია ხელით, არ დაატანოთ ძალა ქანჩგასაღებით, თორემ ფილტრი დაზიანდება.









როცა დარწმუნდებით რომ ფილტრი და სადრენაჟო მილის საკეტი მოჭერილია, შეგიძლიათ ჩაასხათ ახალი ზეთი ძრავში.







დააფარეთ ზეთის ჩასასხმელი სახურავი ძრავს და აამუშავეთ ძრავი. 30 წამის შემდეგ გათიშეთ ძრავი და შეამოწმეთ ზეთი ხომ არ ჟონავს ფილტრიდან ან სადრენაჟო მილიდან.  როცა დარწმუნდებით რომ ყველაფერი წესრიგშია, დაუშვით მანქანა სადგომებიდან.




 დროა შევამოწმოთ ზეთის დონე ძრავში.






 
ყოველივე ამის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ შეუცვალოთ ზეთი თქვენს ავტომობილს და უფრო დაუახლოვდეთ მას, მთელი ეს საქმიანობა კი მხოლოდ 30 წუთს მოიცავს.


img   img   img   img   img   img   img   img   img