სიახლეები
1 2 3
თარიღი: 01.08.2012
ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ვისოლის ავტო ექსპრესი“ ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს და „ენერჯაიზერის“ ბრენდის აკუმულატორების რეალიზაციას იწყებს. უმაღლესი ხარისხის ამერიკული წარმოების აკუმულატორების შეძენა მომხმარებელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩასთან არსებულ „ვისოლის ავტო ექსპრესის“ სერვის ცენტრში შეეძლებათ. მიმდინარე თვის ბოლომდე „ენერჯაიზერის“ ბრენდის აკუმულატორები „ვისოლ ავტო ექსპრესის“ სხვა სერვის ცენტრებშიც გაიყიდება.
თარიღი: 01.05.2012
ვისოლ ჯგუფი ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელ აქციას იწყებს. 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველა ის ფიზიკურ პირი, რომელიც ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე 50 ან მეტი ლარის ღირებულების საწვავს შეიძენს, მიიღებს სპეციალურ ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს ფრანგული „ტოტალისა\" და „ფინას\" საავტომობილო ზეთებზე „ავტო ექსპრესის\" მთელს ქსელში.
თარიღი: 30.04.2012
ვისოლ ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ “ვისოლ ავტო ექსპრესმა” ფოთსა და ბათუმში შემომავალი ტრანზიტული გემებისათვის ფრანგული „ტოტალის“ ზეთების მიწოდება დაიწყო.
თარიღი: 31.01.2012
ფრანგული „ტოტალი“ ვისოლთან თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევს და საქართველოში ბიზნესს აფართოებს. ვისოლის შვილობილი კომპანია „ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელიც ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს „ტოტალის“ საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს, ასევე ექსკლუზიურად იწყებს „ტოტალის“ შვილობილი ბრენდის „ფინას“ საავტომობილო ზეთების რეალიზაციას ექსკლუიურ ფასად. მომხმარებელს „ფინას“ მაღალი ხარისხის საავტომობილო ზეთების შეძენა შეეძლება 6.50 ლარიდან.
თარიღი: 18.07.2011
ვისოლი „ავტო ექსპრესის“ ქსელში ტოტალის ფრანგული საავტომობილო ზეთების გაყიდვებს დადებითად აფასებს და უმაღლესი ხარისხის საპოხი მასალების რეალიზაციას ქუთაისშიც იწყებს. 18 ივლისს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ლ. ასათიანის 98 ნომერში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნება „ავტო ექსპრესის“ მომსახურების ახალი ცენტრები და ქუთათურ მომხმარებლებს ფრანგული საავტომობილო ზეთების გარდა ვულკანიზაციის სრულ მომსახურებას შესთავაზებს.
თარიღი: 05.06.2011
„ტოტალის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე. მოხარული ვარ, რომ ტოტალის ზეთები ქართველ მომხმარებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოებთ ამ ბიზნესს და საქართველოს რეგიონებშიც განვავითარებთ „ავტოექსპრესის“ სერვის ცენტრებს
თარიღი: 05.04.2011
ფრანგული ტოტალის წარმომადგენლები საქართველოში ვისოლთან, როგორც ექსკლუზიურ პარტნიორთან თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევენ და „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელში უმაღლესი ხარისხის ტოტალის ფრანგული საავტომობილო ზეთებისა და სხვა საპოხი მასალების გაყიდვებს დადებითად აფასებენ. ტოტალის მმართველმა დირექტორმა ჟან მიშელ ჰიერონიმუსმა კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში, პოლიტკოვსკაიას #2°-ში (ყოფილი ჯიქიას ქუჩა უნივერსიტეტის მაგლივ კორპუსთან) მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ ავტო ექსპრესის“ კიდევ ერთი ობიექტი გახსა და განვითარების მომავალი გეგმები დასახა.
1 2 3
img   img   img   img   img   img   img   img   img